вторник, 7 июня 2011 г.

საზოგადოება ,,ბილიკის” პროექტის, ,,მოზარდი და საზოგადოება” ფარგლებში დაფინანსებულმა ზერტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეთა პროექტმა ,,მარჯვე ხელები” დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის (პროექტის წერისას მრჩეველი ზრდასრული ადამიანი და პროექტის საერთო ხელმძღვანელი იყო სკოლის ხარისხის მართვის და ინოვაციების მენეჯერი, ქალბატონი თამარ ჯოლბორდი). 
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა მიზანს მიაღწია.


 პროექტის ფარგლებში სკოლის  დაინტერესებულმა მოსწავლეებმა  შეისწავლეს თექაზე, ბისერზე  და თიხაზე მუშაობა, დაამზადეს სამკაულები, ჩანთები, ფარდაგები, სამზარეულოს მოსართავები, სუვენირები და სხვა, ისწავლეს ბლოგების შექმნა და მათზე მუშაობა.  გაიზარდა თემის ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია  სამოქალაქო კლუბში ჩასართავად.